როდის გამოვა Mazda-ს პირველი ელექტრომობილი

იაპონური ავტომწარმოებელი Mazda 2027 წელს ბაზარზე თავისი პირველი ელექტრომობილის წარდგენას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო Kyodo იტყობინება.

მისი ინფორმაციით, 2028 წლიდან Mazda აპირებს სისტემატურად გაზარდოს ამ ტიპის ავტომობილების წარმოება. გარდა ამისა, კომპანია მიზნად ისახავს Toyota-სთან თანამშრომლობით ელექტრომობილების მართვის სისტემები განავითაროს.

22 ივნისს გაზეთმა Nikkei-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Panasonic Corporation აპირებს 2024 წელს Mazda-ს ელექტრომობილებისთვის ელემენტების მიწოდება დაიწყოს.

კოკა კვირკველია