ჩინეთიდან საქართველოში ტრანსპორტირების დინამიკა დღითიდღე უფრო იზრდება - „ინტერ ლოჯისტიკსი“

საქართველოსთვის ჩინეთი იმპორტის თვალსაზრისით მიმზიდველ ბაზრად რჩება, რასაც ლოგისტიკური კომპანიებიც ადასტურებენ. მათი პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აღნიშნულ ქვეყანას უჭირავს.

საინტერესოა, ჩინეთიდან რა პროდუქციის შემოტანაში დაიხარჯა ყველაზე მეტი 2023 წლის პირველ კვარტალში და როგორი მაჩვენებლები იყო 2022 წლის ამავე პერიოდში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 1-ელ კვარტალში ჩინეთიდან ყველაზე მეტი ღირებულის შემდეგი პროდუქტები შემოვიდა (აშშ დოლარი):

1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 25 249.61 აშშ დოლარი;

2. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა და პირველადი ფორმებით - 7585.79;

3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 6605.00;

4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 5528.70;

5. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის - 5227.40.

2022 წლის ამავე პერიოდის მონაცემები (აშშ დოლარი):

1. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 17573.51;

2. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 8186.55;

3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 6698.64;

4. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 6557.15;

5. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 5981.48.

აღსანიშნავია, რომ ორივე კვარტალში საჰაერო გადაზიდვებს სჭარბობს საზღვაო და საავტომობილო გადაზიდვები.

რა ტენდენციებია ჩინეთიდან იმპორტთან დაკავშირებით, რა მოლოდინები არსებობს და რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა, ამის შესახებ დეტალურად საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „ინტერ ლოჯისტიკსის“ მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი ირმა შუბითიძე საუბრობს:

როგორ შეაფასებთ ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტის დინამიკა და რა ადგილი უჭირავს მას „ინტერ ლოჯისტიკსის“ პორტფელში?

ჩინეთიდან საქართველოში ტრანსპორტირების დინამიკა უფრო და უფრო იზრდება. ბოლო წლებია საქართველოში გადაზიდვების დიდი პროცენტული წილი სწორედ აღნიშნული ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქციას ეკუთვნის.

ჩვენს პორტფელშიც იზრდება ჩინეთის წილი. ზოგადად პანდემიის შემდეგ ეს სფერო აღდგენილია, რაც როგორც ჩვენი, ისე სხვა ბიზნესებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ტენდენცია გვიჩვენებს, რომ საავტომობილო და საზღვაო გადაზიდვები სჭარბობს საავტომობილოს. არის თუ არა ამის მიზეზი ხარჯთეფექტურობა?

საზღვაო/სახმელეთო საჰაერო გადაზიდვასთან შედარებით ბევრად უფრო ბიუჯეტურია.

ჩინეთიდან ვახორციელებთ მრავალფეროვანი ტვირთის იმპორტს, რომლის უმეტესობაც სწორედ საზღვაო გზით შემოდის. რაც შეეხება ტვირთის სახეობებს, ჩვენს შემთხვევაში მეტი წილი უჭირავს სათამაშოებს, წიგნებსა და ქაღალდებს.

როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება გადაზიდვების დინამიკა სამომავლოდ?

რადგანაც ლოგისტიკა საქართველოში სულ უფრო ვითარდება, ვვარაუდობთ, რომ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე როგორც ჩინეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან გადაზიდვები გაიზრდება.

საინტერესოა, რამდენად არის ჩართული გადამზიდი კომპანია საბაჟო პროცედურების სწორად წარმართვაში და რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა ამ შემთხვევაში?

ყურადსაღებია, რომ დოკუმენტები იყოს სწორად შევსებული და ყურადღება მიექცეს სანებართვო ტვირთებს, რომ ტვირთის განბაჟების შემთხვევაში შეფერხება არ მოხდეს.

საბაჟოსთან ურთიერთობა იმპორტიორისთვის იმდენად გამარტივდა და ხელმისაწვდომი გახდა, რომ მათთან კონსულტაციის წინასწარ გავლა ბიზნესს დოკუმენტების სრულყოფასა და სავარაუდო გართულებების თავიდან აცილებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას იმპორტიორს დოკუმენტაციის არასრულად ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში?

სხვადასხვა სახის სანქციების დაკისრება ხარვეზების შესაბამისად ხდება, იქნება ეს ჯარიმა თუ ტვირთის ტერმინალზე დაყოვნება პრობლემის აღმოფხვრამდე.

ჩვენი კომპანია ითვალისწინებს, რომ ზოგიერთი ბიზნეს სუბიექტისთვის დოკუმენტაციის სწორად მომზადება შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს, ამიტომ კომპეტენციის შესაბამისად არის ამ პროცესში ჩართული.

ჩვენი სერვისი გულისხმობს კარიდან კარამდე მიტანას ანუ ჩინეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან წამოღებას და საქართველოში, საწყობამდე მიწოდებას. ცხადია, ამაში საბაჟო პროცედურების გავლა, საბუთების დამუშავება, სანებართვო ტვირთებზე დოკუმენტების მომზადება და სხვა პროცედურებიც შედის.

(R)