საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი (924.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.4%-ით (74.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ ივნისშიც, როგორც წინა თვეების განმავლობაში, ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა - 129.31 მლნ დოლარი. რუსეთიდან გადმორიცხვების წილი მთლიან გზავნილებში 36.6%-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში რუსეთიდან გზავნილები 44,13%-ით არის შემცირებული.
ყველაზე დიდი ოდენობით გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
რაც შეეხება გადარიცხვებს, 2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი (75.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის (29.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.