1-ელი მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა

2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ 11.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9 266 ტონა), სომხეთში (970 ტონა), ბელარუსსა (20 ტონა) და უკრაინაში (18 ტონა).

უწყების განმარტებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 439 ტონით (4%), ხოლო ღირებულება - 143 ათასი აშშ დოლარით (1%) გაიზარდა.