18 ივლისს, 12:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მის.:ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი, K კორპუსი) ინოვაციებისდა სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა იხსნება. პროექტს ქუთაისისსაერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიებისსააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, უკვე მესამე წელია ახორციელებს.
წელს პროექტში 60-ზე მეტი წარმატებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.ახალგაზრდებს ინტენსიური და საინტერესო სამუშაო პროცესი ელოდებათ KIU-სკამპუსში. სტუდენტები, პროექტის ორგანიზატორებისა და მენტორებისჩართულობით, ზაფხულის განმავლობაში იმუშავებენ როგორც თეორიული, ისეპრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავებენ ახალ იდეებს, მოახდენენ გუნდებისფორმირებას კონკრეტული სტარტაპების პროექტების შემუშაებას და ფინალურეტაპზე, საბოლოო პროექტებს წარუდგენენ ჟიურის ფიჩინგის სესიის დროს.საუკეთესო პროექტის ავტორი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართებაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორი წლის განმავლობაში 150-მდეახალგაზრდამ მიიღო მასში მონაწილეობა და შედეგად KIU-ს სტუდენტემა რამდენიმეწარმატებული სტარტაპი შექმნეს და სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებაც მოიპოვეს.პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეაგანხორციელდა.
წელს, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობაექნებათ, გაიარონ სტარტაპების შენების კურსი, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურისავტორობით. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმავონ ინოვაციურიაზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და შეიძინონსტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების დატექნოლოგიების (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობისმემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთანინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვაინოვაციურ პროექტზე მუშაობს.