,,Air Baltic” მგზავრებს ბათუმში დასვენების მიზეზებს აცნობს

ავიაკომპანია ,,Air Baltic” მგზავრებს ბათუმში მოგზაურობის 10 მიზეზს უზიარებს.კომპანიის საბორტო ჟურნალში ბათუმის ტურისტული პროდუქტებისა დასერვისების შესახებ მომზადებული სტატიები ივნისი, ივლისისა და აგვისტოსპერიოდშია გამოქვეყნებული. სტატიებში წამორჩენილია აჭარის მრავალფეროვანიტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაააჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვისტურისტული მიმართულებები.

ავიაკომპანია ,,Air Baltic” 70-ზე მეტ მარშრუტს ანხორციელებს ბალტიისპირეთისქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთისმიმართულებით. მათ შორისაა პირდაპირი ფრენები რიგადან ბათუმისმიმართულებით, რომელიც გასული წლის ზაფხულს პირველად შესრულდა და წელსივლისის ბოლოდან განახლდება. ჟურნალი ,,Baltic Outlook” მგზავრებს უზიარებსინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების,ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობსსხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300,000 მგზავრი ეცნობა.