უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ გაერო-ში „სასწრაფო კონსულტაციებს“ მართავს.
„ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, ნიუ-იორკში სასწრაფო კონსულტაციებს ვაწარმოებ გაერო-ში ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ,“ - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.
მისი თქმით, რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეში აყენებს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა კულებამ.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.