2031 წლისთვის მსოფლიოში 150 მილიონით მეტი ხანდაზმული მუშახელი იქნება, ვიდრე ახლა

საკონსულტაციო კომპანია Bain & Co-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში დასაქმებულ ხანდაზმულთა რაოდენობა 2031 წლისთვის თითქმის 150 მილიონით გაიზრდება, ხოლო G7 ქვეყნებში ისინი სამუშაო ძალის 25%-ზე მეტს შეადგენენ.

G7 ქვეყნებში 55 წელზე უფროსი ასაკის მუშაკთა წილი ზოგადად 2021 წლიდან 2031 წლამდე გაიზრდება: საფრანგეთში - 18%-დან 23%-მდე, დიდ ბრიტანეთში - 20%-დან 23%-მდე, აშშ-ში - 23%-დან 25%-მდე, იტალიაში 23%-დან 32%-მდე, გერმანიაში 25%-დან 27%-მდე, იაპონიაში 31%-დან 38%-მდე. შესაბამისი მაჩვენებელი უცვლელი დარჩება მხოლოდ კანადაში (22%).

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2001 წლიდან 2021 წლამდე შემცირდა 15-დან 24 წლამდე ასაკის დასაქმებულთა წილი: აშშ-ში კლება იყო 2,8 პროცენტული პუნქტით (12,8%-მდე), იაპონიაში - 2,3 პროცენტული პუნქტით (8,4%-მდე), ევროპაში საშუალოდ - 3,6 პროცენტული პუნქტით (8,7%-მდე).

„მიუხედავად მილენიანელების (დაბადებული 1981-1996 წლებში) მნიშვნელოვანი რაოდენობისა, ტენდენცია ხანდაზმულთა პროპორციის ზრდისკენ მთელ მოსახლეობაში და მის დასაქმებულ ნაწილში, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში გაგრძელდება“ - განაცხადა ანალიტიკური ცენტრის Bain Futures თანათავმჯდომარემ, ჯეიმს როტმა.

კოკა კვირკველია