საკუთარი ბრენდის Sepuh-ის ქვეშ, სომხეთმა ავტომობილების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა ავტომობილები სახელმწიფო რეგისტრაციას გადიან და ისინი ირანის უმსხვილესი ავტომწარმოებლის, Iran Khodro-ს მიერ აშენებული ქარხნის კონვეიერზეა განთავსებული.
ბრენდის სახელი Sepuh შუა საუკუნეების სომხეთიდან მომდინარეობს. ასე ეძახდნენ საერო თავადაზნაურობის ერთ-ერთი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად იღებდნენ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში და სამეფო კარზე თანამდებობებს იკავებდნენ.
ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა სხვა ლოგოთი ავტომობილების წარმოება. აქამდე ბელორუსმა გამოაცხადა „ნაციონალური“ ავტოწარმოების შესახებ, რა დროსაც სინამდვილეში BelGee ბრენდის ქვეშ დაიწყო ჩინური Geely Coolray-ის ავტომობილების წარმოება. იგივე ხდება რუსეთშიც, სადაც „მოსკვიჩის“ ბრენდის ქვეშ ჩინურ იაფფასიან ავტომობილებს აწარმოებენ.