პლანეტის ყველაზე დიდმა აისბერგმა A23a ანტარქტიდის სანაპიროდან მოძრაობა დაიწყო. ამის შესახებ არქტიკისა და ანტარქტიდის კვლევითმა ინსტიტუტმა ყინულისა და ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
ცნობისათვის, წინა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის უძრავად იყო და ფაქტობრივად, კუნძულს წარმოადგენდა.
ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია აღნიშნავს, რომ ანტარქტიდის მყინვარისგან გამოყოფიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, აისბერგმა თვეში 150 კმ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა დაიწყო. ამჟამად ის უედელის ზღვაში ანტარქტიდის სანაპიროზე მოძრაობს.
მეცნიერთა აზრით, აისბერგის A23a-ს მომავალი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: დინების ზემოქმედებაზე, მეტეოროლოგიურ ფაქტორებზე.
”მაგრამ საბოლოოდ, აისბერგის სიცოცხლის დღეები დათვლილია, ის სუფთა წყალში სავარაუდოდ წელს მიაღწევს”, - პროგნოზირებენ მეცნიერები.
აშშ-ის ეროვნული ყინულის ცენტრი A23a აისბერგს მსოფლიოში ყველაზე დიდად მოიხსენიებს. მისი ყინულის ფართობი დაახლოებით 4 170 კვ.კმ-ია.