ესპანეთის კონკურენციის ეროვნულმა კომისიამ, ონლაინ-ბაზარზე შესაძლო ანტიკონკურენტული ქცევის გამო, Apple-ი და Amazon-ი 194,15 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ესპანეთში Amazon-ის საიტზე კონკურენციის შეზღუდვის გამო, CNMC-მა Apple-ი და Amazon-ი 194 მილიონი დოლარით დააჯარიმა” – ვკითხულობთ ოფიციალურ განცახდებაში.
კომისიის ცნობით, კორპორაციები შეთანხმდნენ დაუწესონ შეზღუდვები სხვა კომპანიებს, რომლებიც Apple-ის პროდუქტებს Amazon-ის საიტის ესპანურ ვერსიაზე საცალოდ ყიდიდნენ. ამ საიტზე ასევე არ განთავსებულა Apple-ის კონკურენტი პროდუქტების რეკლამა.
CNMC-მა კომპანიების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში დაიწყო. მოსალოდნელია, რომ მარეგულირებელი ამ საქმის გამოძიებას უახლოეს 1,5 წელიწადში დაასრულებს.