საქართველო მსოფლიო პასპორტების რეიტინგში ისტორიაში საუკეთესო პოზიციაზეა

The Henley Passport Index-ში საქართველო 4 პოზიციით დაწინაურდა გასულ წელთან შედარებით. 2023 წლის მეორე კვარტალში ქვეყანა 48-ე ადგილზეა და ეს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. 2022-ში საქართველო 52-ე ადგილზე იყო.

ინდექსი ეყრდნობა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებს და პასპორტების რეიტინგს ადგენს იმის მიხედვით, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ ამ პასპორტის მფლობელებს უვიზოდ შესვლა.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის პირველ კავარტალში საქართველო 50-ე ადგილზე იყო 116 მიმართულებით, მეორე კვარტალში კი მიმართულებების რაოდენობა ერთით გაიზარდა და 117-ს შეადგენს.

The Henley Passport Index ყოველ კვარტალში ახლდება და მოიცავს 199 განსხვავებულ პასპორტსა და 227 სხვადასხვა სამოგზაურო დანიშნულების ადგილს.

ინდექსში პირველ ადგილზე სინგაპურია 192 მიმართულებით, ხოლო ბოლოზე - ავღანეთი 27 მიმართულებით.

რეიტინგის საწყის ათეულში არიან:

  1. სინგაპური - 192 მიმართულება;
  2. გერმანია - 190 მიმართულება;
  3. იტალია - 190 მიმართულება;
  4. ესპანეთი - 190 მიმართულება;
  5. ავსტრია - 189 მიმართულება;
  6. ფინეთი - 189 მიმართულება;
  7. საფრანგეთი - 189 მიმართულება;
  8. იაპონია - 189 მიმართულება;
  9. ლუქსემბურგი - 189 მიმართულება;
  10. სამხრეთ კორეა - 189 მიმართულება.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, რუსეთი 49-ე ადგილზეა 115 მიმართულებით, თურქეთი 50-ზე 114 მიმართულებით, აზერბაიჯანი 72-ზე 69 მიმართულებით, ხოლო სომხეთი 74-ზე 66 მიმართულებით.

კახი ჩაკვეტაძე