ტერორისტების თავდასხმა ოდესაზე გვიჩვენებს, რომ რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა და უკრაინელები, არამედ სხვა ქვეყნებიც არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„პორტებში, რომელსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება. ეს არის ის მოცულობა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
მისი განცხადებით, „რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება“.
შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. რუსეთი ოდესას წუხელ, ზედიზედ მესამე ღამეს, დაესხა თავს.