ღვინის  ექსპორტში რუსეთის წილი თითქმის 70%-მდე გაიზარდა  -  TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი

2023 წლის იანვარ-ივნისის ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 43 382 ტონა ღვინის ექსპორტით 126 მილიონ 030 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს გასული, წლის პირველი 6 თვის მონაცემებს ღირებულებით - 26.3%-ით, ხოლო მოცულობით - 27.3%-ით აღემატება. შესაბამისად, წელს ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ დრომდე კი, სარეკორდო ექსპორტი 2022 წელს დაფიქსირდა.

სარეალიზაციო ბაზრებს შორის ტრადიციულად რუსეთი ლიდერობს, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 69.1%-მდე არის გაზრდილი.

რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, წლის პირველ ნახევარში საქართველომ ევროკავშირში 14.3 მლნ დოლარის ღირებულების 4 549 ტონა ღვინო გაყიდა, რაც გასული წლის რეალიზებული ღვინის ღირებულებას 12.4%-ით, მოცულობას კი 15.9%-ით ჩამორჩება.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგს:

  • რუსეთი - 81.8 მლნ დოლარის 29 991 ტონა
  • პოლონეთი - 6.7 მლნ დოლარის 2 670 ტონა
  • უკრაინა - 6.4 მლნ დოლარის 2 286 ტონა
  • ჩინეთი - 6 მლნ დოლარის 1 722 ტონა
  • ყაზახეთი - 5.3 მლნ დოლარის 1 630 ტონა
  • ბელარუსი - 4.4 მლნ დოლარის 1 588 ტონა
  • აშშ - 2.6 მლნ დოლარის 425 ტონა
  • გერმანია - 2.3 მლნ დოლარის 510 ტონა
  • ლატვია - 2 მლნ დოლარის 585 ტონა
  • ლიეტუვა - 1 მლნ დოლარის 311 ტონა

თამარ მუკბანიანი