საგრანტო დაფინანსების საძიებო სისტემა - ProGeorgia შეიქმნა

საგრანტო დაფინანსების საძიებო სისტემა - ProGeorgia შეიქმნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მხარდაჭერით, საგრანტო დაფინანსების საძიებო სისტემა - ProGeorgia შეიქმნა. პროექტის ავტორია განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია UNI.GE.

"ProGeorgia (www.progeorgia.ge) არის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრუქტურირებული საძიებო სისტემის შექმნის პირველი მცდელობა. საძიებო სისტემა განკუთვნილია მათთვის, ვისაც დაფინანსების მოძიება სურს - საზღვარგარეთ სწავლისათვის; საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; ორგანიზაციული განვითარებისათვის და ა.შ.", - ნათქვამია განცხადებაში.

პროგრამის პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ილიაუნის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.