"თეგეტა მოტორსში" ამორტიზატორებზე სპეციალური ფასდაკლებაა

"თეგეტა მოტორსში" ამორტიზატორებზე სპეციალური ფასდაკლება დაიწყო.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ფარგლებში იქნება 20% ფასდაკლება ამორტიზატორებზე და ასევე 20% ფასდაკლება შეცვლის სერვისზე. მათივე ცნობით, აქცია მოქმედებს "თეგეტა მოტორსის" ყველა სერვის ცენტრში საქართველოს მასშტაბით და ძალაშია 2015 წლის 1 აგვისტომდე. ამ აქციის ფარგლებში მომხმარებელი დამატებით მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას ამორტიზატორების შეცვლის სერვისზე. აქციის დროს მოქმედებს 0%-იანი განვადება და ერთწლიანი გარანტია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ავტომობილის კომფორტული, უსაფრთხო და საიმედო მართვისთვის მნიშვნელოვანია მაღალხარისხიანი ამორტიზატორი. "თეგეტა მოტორსში" ფასდაკლება ვრცელდება ისეთ ცნობილ ბრენდებზე, როგორიცაა: SACHS (ზაქსი), KYB (კაიაბა), TOKICO (ტოკიკო), BILSTEIN (ბილშტეინი) და ორიგინალი ამორტიზატორები. "თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრები მომხმარებელს პროდუქტებისა და მომსახურების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. აქ წარმოდგენილია პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალ სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის მომსახურება, კვალიფიციური სპეციალისტების, ინოვაციური ტექნოლოგიების და ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.