ნეპალის აღდგენას სულ მცირე 10 მილიარდი დოლარი დასჭირდება

ნეპალის ფინანსთა მინისტრის რამ მაჰატის განცხადებით, გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად ნეპალის აღდგენას სულ მცირე 10 მილიარდი დოლარი და რამდენიმე წელი დასჭირდება.

"ნეპალის რეკონსტრუქციისა და ინფრასტრუქტურის აღასდგენად მილიარდობით დოლარი დაგვჭირდება. მანამდე კი კვლავ ვაგრძელებთ სამაშველო სამუშაოებს, ნანგრევებში დარჩენილთა ამოსაყვანად", - განაცხადა ნეპალის ფინანსთა მინისტრმა.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ნეპალის ეკონომიკა 20 მილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ვარაუდით კი, ნეპალის აღდგენას იმაზე მეტი თანხა დაჭირდება, ვიდრე ქვეყნის მშპ-ია.

"ბიბისის" ცნობით, გაერო-მ ნეპალს დახმარების სახით 15 მილიონი დოლარი გამოუყო. გაერო-ს ბოლო მონაცემებით, ნეპალში გასული კვირის ბოლოს მომხდარ 7,8 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისვძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5 ათასს აღწევს, 8 ათასი კი დაშავებულია. გაერო-ს ცნობით, 1,4 მილიონი ადამიანი სასწრაფო დახმარებას ითხოვს.