ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა სრულად შეჩერებულია

ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა სრულად შეჩერებულია. ამის შესახებ გამოცემა rbk ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით წერს.

„ხიდზე და შემოწმების ზონაში მყოფებს ვთხოვთ შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ სატრანსპორტო უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებები“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მოძრაობის შეჩერების მიზეზი არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთი საყრდენი. ბელგოროდის ოლქის ორი მოქალაქე, რომლებიც მანქანით მოძრაობდნენ, გარდაიცვალა. ხიდი ერთი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ტრანსპორტისთვის. ერთი დღის შემდეგ ის საპირისპირო მოძრაობით გახსნეს.

ეკა დარჩიაშვილი