Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ქსელის ლოგო მალე შეიცვლება.
„მალე ჩვენ დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათანობით, ყველა ჩიტს“, - დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.
მან ასევე გამოაქვეყნა Twitter-ის შესაძლო სამომავლო დიზაინი. ის წარმოადგენს ასო X-ს შავ ფონზე. თუმცა, რებრენდინგის საბოლოო ვერსია ჯერ შეთანხმებული არ არის. ბიზნესმენმა დასძინა, რომ „თუ ამაღამ საკმარისად კარგი X ლოგო გამოქვეყნდება, ის ხვალიდან ამოქმედდება".
შეგახსენებთ, 2022 წლის 7 ოქტომბერს მასკმა დახურა 44 მილიარდი დოლარის გარიგება Twitter-ის შესაძენად. ამის შემდეგ მან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა მენეჯმენტის რამდენიმე წევრი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი და ფინანსური დირექტორი ნედ სეგალი. როგორც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის მონაცემთა ბაზაში განთავსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, მასკმა დირექტორთა საბჭოც დაითხოვა და კომპანიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი გახდა.