2023 წლის იანვარ-ივნისში, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 190,8%-ით ანუ თითქმის 3-ჯერ მეტი თანხა შევიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 6 თვეში უბილეთო მგზავრებზე 2 130 299 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-ივნისში - 732 659 ლარის.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 6 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 169,289 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 121,698 მლნ ლარი.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.