ჩინურმა კომპანია Three Gorges Energy-მ მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ქარის ტურბინა, MingYang Smart Energy MySE 16-260 ჩაუშვა, რომლის სიმძლავრეც 16 მეგავატია. ინფორმაციას გამოცემა New Atlas ავრცელებს.
MingYang Smart Energy MySE 16-260-ის როტორის რადიუსი 260 მეტრია, ხოლო თითოეული ფრთის სიგრძე 123 მეტრია და 54 ტონას იწონის. ერთი ბრუნვის დროს გიგანტური ქარის ტურბინა 34,2 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. მთლიანობაში ტურბინა ელექტროენერგიით ჩინეთის 36 000 სახლს ამარაგებს.
გიგანტური როტორი 152-მეტრიან კოშკზე არის დამაგრებული, რომელიც 50-სართულიანი სახლის ხელაა. კოშკის თავზე ელექტროსადგურის სამანქანო განყოფილებაა. კონსტრუქციის საერთო წონა 385 ტონაა და შეუძლია, ქარის 287 კმ/სთ-მდე სიჩქარეს გაუძლოს.
MingYang Smart Energy MySE 16-260 ტაივანის სრუტეში მდებარეობს. კომპანია Three Gorges Energy-ის მონაცმებით, ამ ლოკაციაზე წელიწადში 200 დღეზე მეტხანს შტორმული პირობები ფიქსირდება, რა დროსაც ქარის სიჩქარე, დაახლოებით, 51 კმ/სთ-ს აღწევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ