საბერძნეთის ფინანსთა მინისტრს თავს დაესხნენ

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრს, იანის ვარუფაკისს თავს დაესხნენ. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, მინისტრმა თავად განაცხადა. იანის ვარუფაკისის განცხადებით, მას გუშინ ათენის ერთ-ერთ რესტორანში ანარქისტების ჯგუფი თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის მეუღლესთან ერთად სადილობდა. მინისტრის თქმით, უცნობმა პირებმა, რომელთაც სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული, მას სხვადასხვა ნივთები ესროლეს. თუმცა, ინციდენტის შედეგად არც მინისტრი და არც მისი მეუღლე არ დაშავებულა.

ორშაბათს საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო კრედიტორებთან მომლაპარაკებელთა ჯგუფიდან გარიცხეს. ამის მიზეზი საგარეო ვალსა და საჭირო რეფორმების შესახებ მინისტრის უკომპრომისო პოზიცია გახდა.