იაპონიის აუქციონზე საზამთრო 5 000 დოლარად, ხოლო ნესვი - 25 900 დოლარად გაიყიდა

2023 წლის ივნისში, ჩრდილოეთ იაპონიაში აუქციონზე გამოიტანეს პრემიუმ საზამთრო, რომლის გასაყიდი ფასი 700,000 იენი იყო, ანუ დაახლოებით 5 000 დოლარი, - ამის შესახებ EastFruit წერს.

საუბარია Densuke-ს ჯიშის საზამთროზე, რომლის მიწოდება პიკს აღწევს ივლისის შუა რიცხვებში. სეზონზე მისი შეძენა სუპერმარკეტებში 50 დოლარად არის შესაძლებელი.

dddd-1690205371.png

საზამთრო ჰოკაიდოს ქალაქ ტომაში მოჰყავთ. ის გამოირჩევა უნიკალური შავი ფერის ქერქით და წითელი შიგთავსით. იგი იყიდება სპეციალურ შავ ყუთებში, რაც ხაზს უსვამს მის ბუნებრივ ფერს.

untitled-1690204913.png

2023 წლის 25 მაისს, იაპონიაში ცნობილი იუბარის ჯიშის ორი ნესვი ჰოკაიდოში აუქციონზე 3,5 მილიონ იენად (25,9 ათასი დოლარი) გაიყიდა. აუქციონზე სულ 260 ნესვი გაიტანეს.

2022 წელს, ამ აუქციონზე ყველაზე ძვირად ღირებული წყვილი ნესვი 3 მილიონ იენად (22,2 ათასი დოლარი) გაიყიდა.

ghjjjjh-1690204939.png

იუბარის ნესვით ვაჭრობის აბსოლუტური რეკორდი სამი წლის წინ დაფიქსირდა. შემდეგ ისინი 5 მილიონ იენად (39,2 ათასი დოლარი) გაიყიდა. აუქციონზე ყველაზე დაბალი ფასი 2020 წელს დაფიქსირდა, შემდეგ კი, პანდემიის ფონზე, ორი ნესვის შემოსავალმა 120 ათასი იენი (1,1 ათასი დოლარი) შეადგინა.

ეკა დარჩიაშვილი