მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალი მხოლოდ ორი მინისტრი იქნება

საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალი მხოლოდ ორი მინისტრი იქნება. როგორ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ესენი იქნებიან სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრები. რაც შეეხება უშუალოდ სამთავრობო ცვლილებებს, მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი.

"მთავრობაში შეიცვალა მე-7 მინისტრი, ანუ მინისტრთა კაბინეტის 1/3. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობას საკანონმდებლო ორგანომ ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი - ცვლილებები მთავრობაში არის ბუნებრივი, რადგან დინამიურ ვითარებაში მთავრობა მოვლენათა განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მინდა, ყველა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით. კოალიცია "ქართულ ოცნებას" აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს ყველას ერთად. პარლამენტს წარვუდგენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, თუმცა ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელობამაც დატოვეს თანამდებობები. ეს არის სპორტისა და გარემოს დაცვის სამინისტროები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.