სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი იაპონელ ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ საყვარელიძე იაპონიის ბიზნეს დელეგაციას შეხვდა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა იაპონელ ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა პალატის საქმიანობის, ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ავტოსერვისის განვითარების პერსპექტივებზე.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ წამყვანი კორპორაციების ხელმძღვანელები (სულ 11 ბიზნესმენი). სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, მათ შორის წარმოდგენილი იყო იაპონური ჰოლდინგი HAA Kobe Co. LTD, რომლის შემადგენლობაშია 40 კომპანია, ხოლო მისი წლიური ბრუნვაა 100 მილიარდი იენი.

იაპონური დელეგაციის საქართველოში ჩამოყვანას ორგანიზება გაუკეთა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა იაპონიაში ლევან ცაგურიამ.