ილონ მასკის გადაწყვეტილება, Twitter-ს გადაარქვას სახელი და ეწოდოს X-ი, უკვე მწვავე დისკუსიის მიზეზი გახდა. უამრავ კომპანიას, მათ შორის Meta-სა და Microsoft-ს, უკვე აქვს უფლება ამ ბრენდზე.
X იმდენად ფართოდ გამოიყენება და ციტირებულია სავაჭრო ნიშნებში, რომ სასამართლო პროცესი მხოლოდ დროის საკითხია - ამბობენ ექსპერტები.
"არსებობს 100%-იანი შანსი, რომ ვინმემ უჩივლოს Twitter-ს", - თქვა სავაჭრო ნიშნების ადვოკატმა ჯოშ გერბენმა, რომლის თქმითაც, დაითვალა დაახლოებით 900 აქტიური სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია აშშ-ში, რომლებიც უკვე იყენებენ ასო X-ს სხვადასხვა ინდუსტრიაში.
შეგახსენებთ, ორშაბათს მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ს დაარქვა X და გამოაქვეყნა სოციალური მედიის პლატფორმის ახალი ლოგო, ამ ასოს სტილიზებული შავ-თეთრი ვერსია.
Microsoft 2003 წლიდან ფლობს Xbox-თან დაკავშირებულ X ბრენდს. Meta, რომლის Threads პლატფორმა Twitter-ის ახალი კონკურენტია, ფლობს ფედერალურ რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს 2019 წლიდან. გერბენის თქმით, Meta და Microsoft არ იჩივლებენ, თუ არ იგრძნობენ საფრთხეს, რომ X ემუქრება მათი ბრენდების ღირებულებებს.