Tesla დაბალფასიანი ავტომობილების წარმოებას ინდოეთში იწყებს

Tesla ინდოეთში ქარხნის აშენებით არის დაინტერესებული, სადაც აწარმოებს დაბალფასიან ელექტრომობილებს ადგილობრივი ბაზრისთვის და საექსპორტოდ - ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამ თვეში Tesla-ს წარმომადგენლები შეხვდებიან ინდოეთის კომერციის მინისტრს, რათა განიხილონ გეგმები ქარხნის აშენების შესახებ, სადაც მოხდება სრულიად ახალი 24,000-დოლარიანი ელექტრო მანქანის წარმოება. მანამდე ილონ მასკი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა და განაცხადა, რომ აპირებს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. ნიუ დელიში ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებთან დისკუსიები ამ თვეში განახლდება. Tesla-ს ოფიციალური პირები შეხვდებიან ინდოეთის ვაჭრობის მინისტრს, რათა განიხილონ ელექტრო მანქანების მიწოდების ქსელის შექმნა და ქარხნისთვის მიწის გამოყოფის საკითხები.

ელექტრომობილებზე ამჟამად ინდოეთის ავტომობილების მთლიანი გაყიდვების 2%-ზე ნაკლები მოდის, არადა ეს ქვეყანა სიდიდით მესამე საავტომობილო ბაზარია მსოფლიოში.

კოკა კვირკველია