2023 წლის ივნისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
“2023 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.1%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 22.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.3%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 2%-ს შეადგენდა,” - აღნიშნულია კვლევაში.