უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყირიმში უკრაინული სილიკონის ველის შექმნის იდეა აქვს. ამის შესახებ Vector-თან ინტერვიუს დროს ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.
„პრეზიდენტს აქვს იდეა, ყირიმში სილიკონის ველის მსგავსი პროექტი სუპერტექნოლოგიური უნივერსიტეტითა და იმ კომპანიების მონაწილეობით აშენდეს, რომლებიც იქ მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ,” - აცხადებს ფედოროვი.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სურს, მთელი ქვეყანა სილიკონის ველად გადაიქცეს.
„მსგავსი კლასტერები გაჩნდება, თუ პოლიტიკას სწორად ჩამოვაყალიბებთ, ხოლო როცა გავიმარჯვებთ, უსაფრთხოების საკითხებს მოვაგვარებთ და შევძლებთ, ინფრასტრუქტურულად განვვითარდეთ,“ - დასძინა ფედოროვმა.
სილიკონის ველი არის მაღალტექნოლოგიური კომპანიების გლობალური ცენტრი, რომელიც აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარეობს და სან-ფრანცისკოს ყურის სამხრეთ ნაწილს მოიცავს. მისი ერთგვარი ინტელექტუალური ცენტრი სტენფორდის უნივერსიტეტი გახდა.
ცნობისთვის: 13 ივლისიდან უკრაინელები ხელოვნურ ინტელექტ Google Bard-ის ყველა ფუნქციით უკრაინულ ენაზე სარგებლობენ. Google Bard-ს პასუხების არა უბრალოდ წაკითხვა, არამედ მოსმენაც შეუძლია, ასევე, ინახავს საუბრების ისტორიას და ჩატს მეგობრებს უზიარებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ