ფედრეზერვმა საპროცენტო განაკვეთი 5,5%-მდე გაზარდა

აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FRS), რომელიც მოქმედებს როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 25 პუნტით 5,25-დან 5,5%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

„კომიტეტი (ღია ბაზრის კომიტეტი, FOMC ) მიზნად ისახავს მიაღწიოს მაქსიმალურ დასაქმებას და ინფლაციას გრძელვადიან პერსპექტივაში 2%-ზე. ამ მიზნების მხარდასაჭერად კომიტეტმა გადაწყვიტა გაზარდოს ფედერალური ფონდების განაკვეთის სამიზნე დიაპაზონი 5,25-დან -5,50%-მდე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

ამასთან, მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ ეს არ გამორიცხავს მომავალში განაკვეთის გაზრდის მიზანშეწონილობას. განაკვეთის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტის ყველა წევრმა ერთხმად მიიღო. მარეგულირებლის მორიგი შეხვედრის შედეგების გამოქვეყნება 2023 წლის 20 სექტემბერს გაიმართება და მას თან დაერთვება განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები.

კოკა კვირკველია