CNN-მა რუსეთში მაუწყებლობა განაახლა

ამერიკულმა საერთაშორისო ტელეკომპანია CNN-მა რუსეთში მაუწყებლობა დღეს განაახლა. ამის შესახებ "ბიბისი" ტელეკომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. წამყვანმა ამერიკულმა მაუწყებელმა რუსეთში მაუწყებლობის განახლების შესახებ ახალი ლიცენზია მარტში მიიღო. CNN-მა რუსეთში საკაბელო ქსელებით მაუწყებლობა 2014 წლის 31 დეკემბერს შეწყვიტა. ამის მიზეზად კი რუსეთში უცხოური მედიასაშუალებების წინააღმდეგ ახალი რეგულაციების დაწესება დასახელდა.

CNN 1980 წელს დაარსდა. მან მაუწყებლობა რუსეთში 1983 წლიდან დაიწყო.