Samsung-მა ბოლო 14 წლის განმავლობაში მოგების რეკორდული ვარდნის შესახებ გამოაცხადა

სამხრეთ კროეული კომპანია Samsung-ი ჩიპებზე სუსტმა მოთხოვნამ და სმარტფონების ბაზარზე ვარდნამ დააზარალა. შედეგად, კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოგების რეკროდული ვარდნა განიცადა.

Samsung Electronics-ის ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 47,21 მილიარდი დოლარი, რაც 22%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო მოგება შემცირდა 95%-ით. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა 2009 წლის შემდეგ.

Samsung იმედოვნებს, რომ სიტუაცია გამოსწორდება წლის მეორე ნახევრიდან. „მოსალოდნელია, რომ გლობალური მოთხოვნა თანდათან გაჯანსაღდება წლის მეორე ნახევარში, რამაც უნდა გამოიწვიოს უფრო მაღალი მოგება კომპონენტების წარმოების გზით“, - ნათქვამია Samsung-ის ანგარიშში. თუმცა, მასში ასევე აღნიშნულია, რომ მაკროეკონომიკური რისკები შეიძლება იყოს პრობლემა ასეთი აღდგენისთვის.

Samsung მოელის მოთხოვნის ზრდას DRAM და RAM სისტემებზე, რომლებიც გამოიყენება მოწინავე გამოთვლით მოდელებზე, როგორიცაა ChatGPT. კომპანია კონცენტრირდება მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, როგორიცაა DDR5, LPDDR5x და HBM. კომპანია ასევე მოელის ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურაში, კვლევასა და განვითარებაში და შეფუთვის ტექნოლოგიაში.

ამ ინფორმაციის ფონზე Samsung-ის აქციების ფასი დღეს დილით 2.29%-ით გაიზარდა.

კოკა კვირკველია