2023 წლის მე-2 ნახევარში უძრავი ქონების დამატებით 3-5%-იან გაძვირებას ველოდებით - „გალთ ენდ თაგარტი“

2023 წლის მე-2 ნახევარში უძრავი ქონების დამატებით 3-5%-იან გაძვირებას ველოდებით, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

„ჩვენ ველოდებით უძრავი ქონების ფასების ზომიერ ზრდას, რადგან: სამშენებლო ხარჯების ზრდა დასტაბილურდა; მიგრანტების მხრიდან ბინების შესყიდვაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ქირას, კვლევის თანახმად, ქირაზე ფასის შემცირების ტენდენცია შეინიშნება.

„2022 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ, ქირის შემცირების ტენდენცია თვიურ ჭრილში ფიქსირდება 2023 წლის აპრილიდან. 2023 წლის ბოლოს ველოდებით ქირის ნულოვან ზრდას წლის დასაწყისთან შედარებით,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი