პროფესიული უნარების სააგენტომ, ბიზნეს სექტორთან მორიგი შეხვედრა მესტიაში გამართა

პროფესიული უნარების სააგენტომ მესტიაში, რეგიონის ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებული ვითარების განხილვა და კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის საჭიროებების მოსმენა იყო.

„ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, ღონისძიების მონაწილე ორგანიზაციებისგან მიიღეს ინფორმაცია არსებული სერვისებისა და შესაძლებლობების, ასევე ბიზნესის მონაწილეობით მიმდინარე რეფორმის შესახებ. ამავდროულად, მათ მიეცათ შესაძლებლობა გამოეთქვათ საკუთარი წინადადებები და ინიციატივები რეგიონული განვითარების საჭიროებებთან დაკავშირებით.

შეხვედრა პროფესიული უნარების სააგენტო, სავაჭრო სამრეწველო პალატასის ერთობლივი ინიციატივით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრების ციკლი პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.