WhatsApp სასაუბროში ვიდეო შეტყობინებების ჩაწერის ფუნქციას ნერგავს.
„მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაწერონ და გაგზავნონ მოკლე პერსონალური ვიდეოები პირდაპირ სასაუბროში“, - ნათქვამია მესენჯერის ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მყისიერ ვიდეო შეტყობინებებს ექნება დროის ლიმიტი 60 წამი და იქნება ბოლომდე დაშიფრული.
აღნიშნულია, რომ მსგავსი ფუნქციის განხორციელება დაწყებულია და ის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი "უახლოეს კვირებში" გახდება.