ფრანგული კომპანიების ჯგუფი Kering-ი აპირებს1,7 მილიარდ ევროდ შეიძინოს იტალიური მოდის სახლის Valentino-ს 30%-იანი წილი კატარის საინვესტიციო ფონდი Mayhoola-სგან.
"Kering-მა და Mayhoola-მ გააფორმეს მავალდებულებელი შეთანხმება Kering-ის 30%-იანი წილის შეძენაზე Valentino-ში 1.7 მილიარდ ევროდ. შეთანხმება მოიცავს ოპციას, რომ Kering-მა შეიძინოს Valentino-ს სააქციო კაპიტალის 100% არაუგვიანეს 2028 წლისა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გარიგება არის Kering-სა და Mayhoola-ს უფრო ფართო სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი, "რამაც შეიძლება გამოიწვიოს, Mayhoola გახდეს Kering-ის აქციონერი". რაც შეეხება Valentino-ს მომავალს, მოდის სახლი გააგრძელებს განვითარებას მისი აღმასრულებელი დირექტორის, ჯაკოპო ვენტურინის სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც შეინარჩუნებს პოზიციას, რომელიც მან 2020 წლის მაისში დაიკავა.