თბილისის მერიის სახელფასო მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში "ლიბერთი ბანკმა" გაიმარჯვა

თბილისის მერიის თანამშრომელთა სახელფასო თანხების მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში "ლიბერთი ბანკმა" გაიმარჯვა. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიაში დაადასტურეს. არსებული ინფორმაციით, ტენდერში ექვსი ბანკი მონაწილეობდა. გამარჯვებული ბანკი კი, გუშინ გამოვლინდა.