ბათუმში PEOPLE - REAL ESTATE-ის მიერ დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაურკვეველი ვადით გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და წერს, რომ მომავალი ღონისძიების თარიღს აუცილებლად შეატყობინებს.
"სამწუხაროდ, გატყობინებთ, რომ გამოფენა EXPO-BATUMI 2023, რომელიც თავდაპირველად 29 და 30 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო და ღონისძიების ჩატარების თარიღს აუცილებლად შეგატყობინებთ. მადლობთ გაგებისთვის" - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოფენა რომ უნდა ჩატარებულიყო,ეს ფართო საზოგადოებამ ქართული წარმოშობის რუსი მომღერლის ირაკლი ფირცხალავას სარეკლამო კლიპიდან დღეს შეიტყო.
PEOPLE - REAL ESTATE-ის საიტზე თავდაპირველად განთავსებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ შემდეგი სამშენებლო კომპანიები: „არქი“, „გუმბათი ჯგუფი“, „მეტრო სითი ბათუმი“, „ტერასა ჯგუფი“, „დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“, „გრინ კაფე ბათუმი“ და სხვა. თუმცა კომპანიებმა : ,,გუმბათი" ,,არქი", „ტერასა ჯგუფი“, და „დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“ ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ დაუშვებელია მათი ლოგოს და სახელის გამოყენება კომპანიების ნებართვის გარეშე.