საქართველოში ავიასაწვავის იმპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა და 54,6 ათას ტონას მიაღწია. ინფორმაციას Day.Az ავრცელებს.
მთავარი მიმწოდებელი თურქმენეთია, რომელმაც წლის პირველ ნახევარში საქართველოს 25,7 ათასი ტონა საავიაციო საწვავი მიაწოდა, რაც მთლიანი იმპორტის 47,1%-ს შეადგენს.
თურქმენეთს აზერბაიჯანი მოსდევს, რომელმაც საქართველოში 12,5 ათასი ტონა ავიასაწვავი შემოიტანა, რაც მთლიანი იმპორტის 22,9%-ია.
მესამე ადგილზე საბერძნეთია, საიდანაც საქართველოში 9,9 ათასი ტონა საავიაციო საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 18,1%-ს შეადგენს.
შემდეგი მიმწიდებელი თურქეთია, რომელმაც საქართველოში 6,1 ათასი ტონა ავიასაწვავი შემოიტანა და მთლიან იმპორტში 11,2%-იანი წილი დაიკავა.
საქართველოში საავიაციო საწვავის იმპორტი მალტიდანაც კი განხორციელდა, თუმცა მცირე რაოდენობით. მალტიდან იმპორტირებულმა ავიასაწვავის მოცულობამ 0,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 0,7%-ია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ