ცნობილი ბიზნესმენი, მეღვინეობა "ხარებას" დამფუძნებელი, ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ "ფეისბუქში", "ხარებას" ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
"უდიდესი გულისტკივილით და მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა მეღვინეობა ხარებას დამფუძნებელი ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა.
ბატონი ვახტანგი იყო უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და ინტელიგენტი პიროვნება, გამორჩეული თვისებებით და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი.
სამაგალითო იყო მისი თავმდაბლობა, მეგობრობა, ადამიანობა, ღვაწლი და სიყვარული ქვეყნისა და ეკლესიისადმი. ფასდაუდებელია მისი წვლილი კომპანიის და თითოეული ჩვენთაგანის განვითარებაში.
ბატონი ვახტანგი უმძიმესი დანაკლისი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.