ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ლარის კურსზე ბიუჯეტს არანაირი უარყოფითი გავლენა არ ჰქონია

ლარის კურსზე ბიუჯეტს არანაირი უარყოფითი გავლენა არ ჰქონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პირველ კვარტალსა და აპრილში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. "ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული ანუ ლარის კურსზე ბიუჯეტს არანაირი უარყოფითი გავლენა არ ჰქონია. საბიუჯეტო დეფიციტი არ გაქვს არც პირველ კვარტალში და არც აპრილში, ამიტომ საბიუჯეტო პარამეტრების გავლენა გაცვლით კურსზე არის ნულის ტოლი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

კაკაურიძის განმარტებით, ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი საშუალებაა საქართველოში მეტი ინვესტიციის მოზიდვა. "სამთავრობო გუნდი სწორედ ამაზე მუშაობს, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში", - აღნიშნა მან.