Fitch-მა აშშ-ს რეიტინგი AAA-დან AA+-მდე დასწია - ვაშინგტონი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

Fitch-მა აშშ-ს გრძელვადიანი უცხოური ვალუტის ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი AAA-დან AA+-მდე - სტაბილური პერსპექტივით - შეამცირა.

სარეიტინგო სააგენტოს ცნობით, შემცირება განხორციელდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფისკალური სიტუაციის გაუარესების მოლოდინის გათვალისწინებით, მაღალი ვალის ტვირთის, რომელიც კვლავ იზრდება და ასევე „გასული ორი წლის განმავლობაში მართვის გაუარესების გამო. რაც გამოიწვია წინააღმდეგობებმა სახელმწიფო ვალის ლიმიტთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკისა და ბოლო წლებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა“.

სხვა ფაქტორებს შორის, რამაც გამოიწვია რეიტინგის გადახედვის გადაწყვეტილება, Fitch ასახელებს რეცესიის მუდმივ საფრთხეს და Fed-ის განაკვეთის ზრდას.

Fitch-ს ადრე არ შეუფასებია აშშ-ს საკრედიტო რეიტინგი AAA ქვემოთ. 2011 წელს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო S&P სარეიტინგო სააგენტომ (ასევე AA+-მდე). Fitch-მა აქამდე მხოლოდ გააფრთხილა შტატები პოტენციური შემცირების შესახებ 2013, 2019 და 2023 წლებში. კრედიტის შემცირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქვეყნის სესხის აღების შესაძლებლობებზე.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება გამოთქვა. "მე კატეგორიულად არ ვეთანხმები Fitch Ratings-ის გადაწყვეტილებას. Fitch Ratings-ის მიერ გამოცხადებული ცვლილება არის თვითნებური და ეფუძნება მოძველებულ მონაცემებს", - თქვა ილენმა წერილობით განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ „აშშ-ს ეკონომიკა რჩება ყველაზე დიდ და დინამიკურად მსოფლიოში, ყველაზე ღრმა და ლიკვიდურ ფინანსურ ბაზრებზე“.

კოკა კვირკველია