მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში ოქროზე გლობალურმა მოთხოვნამ 921 000 ტონა შეადგინა. ეს 2%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის აპრილ-ივნისში.
როგორც WGC განმარტავს, საანაგრიშო პერიოდში ცენტრალური ბანკებიდან შესყიდვები შენელდა, მაგრამ შესამჩნევ პლიუსში დარჩა. ამან, საინვესტიციო ოქროზე კარგ მოთხოვნასთან და სამკაულებზე ძლიერ მოთხოვნასთან ერთად, შექმნა ხელსაყრელი ფონი ძვირფასი ლითონის ფასებისთვის.
ამავდროულად, WGC აღნიშნავს, რომ არასაბირჟო ტრანზაქციების გათვალისწინებით, რომელთა შესახებ მონაცემები ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, ოქროზე მთლიანი მოთხოვნა II კვარტალში შეიძლებოდა გაზრდილიყო 7%-ით, 1255 ტონამდე.