"გაზპრომის" მოგება გასულ წელს 86%-ით შემცირდა

კომპანიის განცხადებით, მოგების შემცირება რუბლის კურსის ვარდნითა და უკრაინაში არსებული კრიზისით არის გამოწვეული

2014 წელს "გაზპრომის" შემოსავალმა 159 მილიარდი რუბლი (3 მილიარდი დოლარი) შეადგინა, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 1,1 ტრილიონი რუბლი (20 მილიარდი დოლარი) იყო.  როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოგების შემცირება რუბლის კურსის ვარდნითა და უკრაინაში არსებული კრიზისით არის გამოწვეული.

"გაზპრომი" ასევე აღნიშნავს, უკრაინულ "ნაფტოგაზთან" კონფლიქტი რუსულ კომპანიას 34 მილიარდი რუბლი დაუჯდა. ამასთან ერთად, "გაზპრომის" ინფორმაციით, მიუხედავად წაგებისა, გასულ წელს 6%-ით გაიზარდა "გაყიდვებიდან შემოსავალი და 5,6 მილიარდი რუბლი შეადგინა. თუმცა, საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში გაზის მიწოდებით "გაზპრომის" წმინდა მოგება 2%-ით შემცირდა.

"გაზპრომის" შემოსავლებმა 2013 წელს რუსეთის მშპ-ის დაახლოებით 8% შეადგინა. რუსული კომპანიის მთავარი ბაზარი ევროპაა - ევროკავშირში რუსეთიდან ბუნებრივი გაზის თითქმის მესამედი შედის, 15% კი უკრაინის გავლით. თუმცა, უკრაინასთან რუსეთის კონფლიქტის შემდეგ, ევროპა ახალი გაზსადენების ძიებაშია.