„ჩვენი გეგმა, რომ ერთი პროცენტით მაინც შევამციროთ განაკვეთი და ის 9.5%-ს გაუტოლდეს, უცვლელი რჩება“ - თურნავა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში 0.6%-მდე შემცირებული ინფლაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ქვეყანა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის რეჟიმის შემსუბუქებაზე გადაერთოს.

ნათია თურნავას განმარტებით, სებ-ი წლის ბოლომდე დარჩენილ სხდომებზე განაკვეთის კლების შესახებ გადაწყვეტილებებს მცირე ბიჯებით მიიღებს.

“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება მცირე ბიჯებით. წლის ბოლომდე ჩვენი გეგმა, რომ ერთი პროცენტით მაინც შევამციროთ განაკვეთი და ის 9.5%-ს გაუტოლდეს, უცვლელი რჩება. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, დავაკვირდებით ტენდენციებს. განსაკუთრებით საყურადღებოა გარე ფაქტორები, მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ამით არის განპირობებული ჩვენი ტაქტიკა, თუმცა სტრატეგიულად ჩვენი მოლოდინები იგივეა,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

თამარ მუკბანიანი