ექსტრემალურ სიცხეში ელექტრომობილების ენერგია მესამედით მცირდება

ექსტრემალურმა სიცხემ ელექტრომობილის სავალი რესურსი შესაძლოა, 31%-ით შეამციროს. ამის შესახებ ელექტრომობილების ბატარეის ტესტირების ამერიკული კომპანია Recurrent Auto-ის ანგარიშში არის ნათქვამი.

Recurrent Auto-ის ექსპერტებმა 7,5 ათასი ელექტრომობილის აკუმულატორული ბატარეის მაჩვენებლები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ 27 გრადუს ცელსიუს ჰაერის ტემპერატურაზე ენერგიის რესურსი, მაქსიმალურთან შედარებით, თითქმის, 2,8%-ით, 32 გრადუსზე კი 5% -ით მცირდება, ხოლო 38 გრადუსზე ვარდნამ შესაძლოა, 31%-ს მიაღწიოს.

ელექტრომობილში კონდიციონერის გამოყენება სავალ რესურს მხოლოდ უმნიშვნელო დონემდე ამცირებს. ამასთან, მანქანის სალონში ტემპერატურის 7 გრადუსით შემცირებას უფრო ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე მის 10 გრადუსამდე მომატებას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ