ფაშინიანი - სომხეთში წყლის კრიზისი ღრმავდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ წყლის კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება, რაც გამოწვეულია ინფრასტრუქტურის არარსებობით ან მისი გაუარესებით. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დადგა დრო, დაფიქსირდეს, რომ აუცილებელია წყლის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. სომხეთში წყლის კრიზისი ღრმავდება, მას გლობალური სახეც აქვს და ჩვენს შემთხვევაში ღრმავდება ინფრასტრუქტურის ნაკლებობის ან გაუარესების გამო. ჩვენი დამოკიდებულება წყალთან დაკავშირებით, თუ რუკას დავხედავთ და შემოვივლით რეგიონებს, გაგვიკვირდება, იმდენად დიდია წყლის პრობლემა“, - განაცხადა მან.

სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თქმით, გზების, სკოლებისა და ჯანდაცვის სისტემის პრობლემების შემდეგ, შემდეგი პრობლემა წყალია. „ვთქვათ პირდაპირ, სომხეთში წყალი არ იმართება, წყალი იღვრება. არის ორგანიზაციები, თანამდებობის პირები, პროცედურები, კანონები, მაგრამ წყალი არ იმართება, ჩვენც გვაქვს ცოდნის პრობლემა, არ ვიცით რას ნიშნავს წყლის პრობლემის მართვა“, - განაცხადა მან.

ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა ამჟამად ახალი რეზერვუარების მშენებლობას გეგმავს.

კოკა კვირკველია