დავით საგანელიძე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებულ კანონს ვიზა-ლიბერალიზაციის მოთხოვნებით ხსნის

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გასულ წელს, პარლამენტის მიერ, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებულ კანონს ვიზა-ლიბერალიზაციის მოთხოვნებით ხსნის. "ქვეყანაში არსებობდა სავიზო რეჟიმი, რომელიც მნიშვნელოვნად საჭიროებდა კორექტირებას. დიახ, არსებობდა ვიზა-ლიბერალიზაციის გარკვეული მოთხოვნები. ყველა ის ნორმატივები, რომელიც ითვალისწინებს, მოხდეს ვიზა-ლიბერალიზაციასთან სინქრონიზაცია, ითხოვს ამას – თუ როგორ შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში ჩინელი, ერაყელი, ეგვიპტელი, ირანელი და ასე შემდეგ. იყო გარკვეული ნორმატივების ცვლილება საჭირო, რაც მთავრობას უნდა გაეკეთებინა", - განაცხადა დავით საგანელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან, საგანელიძის თქმით, ახლა მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს სავიზო პოლიტიკა რეალურ სიტუაციას მოარგოს და მის მიერ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, წინგადადგმული ნაბიჯია. დღეს პარლამენტმა სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით უმცირესობის საკანონმდებლო პროექტი განიხილა. სავიზო რეჟიმის გამარტივების წინადადებით პარლამენტს მთავრობამაც მიმართა.