პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს. შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით გუშინ გამოიყვანეს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემხვერპლა.