კომპანია „აპარტ დეველოპმენტი“, მეოთხე წელია ბაზარზეა და მალევე ტოპ დეველოპერების სიაში მოხვდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და დეველოპმენტი წარმოადგენს, თუმცა მისი მენეჯმენტი მუდამ ღიაა სიახლეებისათვის. ამჯერად ისინი ბიზნეს სუბიექტებს ლოკაციურად საინტერესო პოზიციაზე კომერციულ ფართებს სთავაზობენ.
ახალი შესაძლებლობა თქვენი ბიზნესისთვის - „აპარტ დეველოპმენტის“ საოფისე და სავაჭრო ცენტრი რუსთავის მთავარ გზატკეცილზე, ფონიჭალის ტეროტორიაზე, (დასახლებულ პუნქტში) განთავსდება, რაც ხელსაყრელი იქნება, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, ასევე საავტომობილო გზით მოსარგებლე მგზავრებისათვის.
არქიტექტურული პროექტის მიხედვით, შენობა 1225 კვ/მეტრზე იქნება და მასში ორი სართული განთავსდება, განაშენიანების საერთო ფართობი კი 2168 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
მაგისტრალზე ყოველდღიურად საშუალოდ 80-90 ათასი ადამიანი გადაადგილდება, რაც, როგორც საოფისედ, ასევე კომერციული მიზნით მომგებიანობის გარანტია მყიდველისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს იქნება პირველი საოფისე და სავაჭრო ცენტრი, რომელიც განთავსდება არსებულ ლოკაციაზე და რაც კიდევ უფრო მეტად სძენს პროექტს უნიკალურობას.
ამასთანავე კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ამასთან, პროექტი სრულად ამოქმედების შემდეგ დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
პროექტის მშენებლობის ევროსტანდარტებით განხორციელება კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ მშენებლობა სტრუქტურულად და სეისმურად უფრო გამძლე იყოს.
როგორც BMG.GE-სთან საუბრისას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა საბაძე აცხადებს, დღეისთვის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და პროექტი 2024 წლის მარტში დასრულდება, ასევე უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ფართების გაყიდვა/გაქირავება.
შენობა მოიცავს:
„თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია ზრუნავს მომხმარებელთა კომფორტზე და ამით დღითიდღე მკვიდრდება ისეთ დეველოპერულ კომპანიად, რომელზეც უდავოდ შეიძლება არჩევანის გაკეთება. ჩვენ უკვე მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს, ასევე დიდი პოტენციალის მქონე ლოკაციაზე ევროპული სტანდარტების კომერციულ ცენტრს, - ლაშა საბაძე, „აპარტ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი.
„აპარტ დეველოპმენტი" სამშენებლო დეველოპერული კომპანია, რომელიც აშენებს პრემიუმ ხარისხის მრავალფუნქციურ კომპლექსებს თბილისის ცენტრში და რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: სამშენებლო კომპანია ,,აპარტ ქორსთრაქშენს’’, საპროექტო - არქიტექტურულ მიმართულებას ,,აპარტ არქიტექტი’’, დიზაინისა და რემონტების მიმართულება ,,აპარტ შოურუმი’’ და თავისთავად, დედა კომპანია - "აპარტ დეველოპმენტი", რომელიც რიტეილში კიდევ რამდენიმე დამწყებ დეველოპერსაც ეხმარება გაყიდვების ნაწილში.
პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით „აპარტ დეველოპმენტის“ ცხელ ხაზსს: +995 598 96 81 81 / 032 211 11 44 ან ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: www.apart.ge
(R)